მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი Twitter-ზე საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს

6380b3c27809e
გიორგი თოლორდავა
25.11.22 16:39
591
მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მორიგი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს, ილონ მასკი ამჟამად აქტიურად განიხილავს Twitter-ზე საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების, ანუ დაბლოკილი ანგარიშების აღდგენის პერსპექტივას.

მისი განმარტებით, მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად აღდგება წლების განმავლობაში Twitter-ის ალგორითმისა და მოდერატორების მიერ დაბლოკილი ანგარიშები. მათ შორის, ამნისტია შეეხება იმ ანგარიშებსაც, რომლებიც რასისტულ, ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და ანტისემიტურ განცხადებებს ავრცელებდნენ.

მასკის ეს გადაწყვეტილება საჯარო გამოკითხვას ეფუძნება, რომელშიც მონაწილეობა 3 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო და 72%-მა საყოველთაო ამნისტიას დაუჭირა მხარი.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ განაცხადა, რომ ამნისტია მომდევნო კვირიდან დაიწყებოდა, ტვიტის ბოლოს კი მასკმა ლათინური ფრაზა მოიშველია - "Vōx populī, vōx Deī", რაც იმას გულისხმობს, რომ ხალხის სიტყვა ღმერთის სიტყვის ტოლფასია.