მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის ქონება შემცირდა, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი კვლავ ჯეფ ბეზოსია

5ffd769a3c6fe
BM.GE
12.01.21 14:18
5581
ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებლის ქონება შემცირდა, რაც "ტესლას" აქციების ფასი ვარდნას უკავშირდება. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, კომპანიის აქციების ღირებულებამ 7.8%-ით იკლო, რამაც მასკის ქონება $13.5 მილიარდით, $176.2 მილიარდამდე შეამცირა. 

Forbes-ის შეფასებით, ამ კლების გამო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კვლავ ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი გახდა, რომლის ქონებაც ამჟამად $182.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გასულ კვირაში, Tesla-ს აქციების ზრდის შედეგად გახდა. ავტომწარმოებლის აქციების ღირებულება გასული წლის განმავლობაში 743%-ით გაიზარდა, რამაც ილონ მასკის ქონება ერთ წელიწადში $150 მილიარდი დოლარით გაზარდა. 

2020 წლის ბოლოს Tesla S&P 500-ის ინდექსშიც შევიდა, რამაც კომპანიის აქციების ღირებულების დამატებით ზრდას შეუწყო ხელი.