ილონ მასკს და კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობა არ განუმარტავთ, თუ რატომ მიიღო Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს Twitter-ის 100%-იანი წილის 44 მილიარდ დოლარად შეძენას უკავშირდებოდეს.
სავარაუდოა, რომ მასკმა Tesla-ს აქციები საკუთარი ქონების გასანაღდებლად გაყიდა, აღნიშნული $4 მილიარდი კი Twitter-ის შეძენას მოხმარდა.
საერთო ჯამში, წელს ილონ მასკმა საფონდო ბირჟაზე $36 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა, ამჟამად კი ის კომპანიის 14%-იანი წილის მფლობელია.
მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება თითქმის 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.
13 მილიარდ დოლარი - ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც მასკი ბანკებისგან ვალის სახით იღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანხის მოზიდვაში ილონს მასკს მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც ეხმარება. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟამ მასკის გეგმის დასაფინანსებლად 500 მილიონი დოლარი გამოყო.
ვალის მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე ნაწილდება:
Morgan Stanley - $3.5 მლრდ
Bank of America - $2.7 მლრდ
Barclays - $2.7 მლრდ
MUFG - 2.7 მლრდ
BNP Paribas - $650 მლნ
Mizuho - $475 მლნ
Societe Generale - $275 მლნ
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.