მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა KHAN ACADEMY-ის $5 მილიონი შესწირა

600591fb939f2
ნათია თაქთაქიშვილი
18.01.21 19:30
2038
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა საგანმანათლებლო ჯგუფ KHAN ACADEMY-ის 5 მლნ აშშ დოლარი შესწირა. მასკმა დონაცია Musk Foundation-ის მეშვეობით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ილონ მასკის ქველმოქმედებას KHAN ACADEMY-ის დამფუძნებელი სელმან ხანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა აკადემიას დაეხმარება საგანმანათლებლო თემატიკის დახვეწაში, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც სკოლის ასაკის ბავშვებისათვის, ასევე, კოლეჯის სტუდენტებისთვის.

გამოცემა წერს, რომ KHAN ACADEMY-ის პლატფორმას 120 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და თვეში, დაახლოებით, 30 მილიონი სტუდენტი აქტიურად იყენებს აღნიშნულ პლატფორმას.

როგორც KHAN ACADEMY-ის დამფუძნებელი აცხადებს, პლატფორმაზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა პანდემიის პირობებში, როდესაც სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

KHAN ACADEMY 2002 წელს დაფუძნდა და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პლატფორმის საგანმანათლებლო ვიდეოები 36 ენაზე ითარგმნება.