30.იანვარი .2020 17:20

ილონ მასკმა, შესაძლოა $346 მილიონის დივიდენდი მიიღოს

views 276
უკან

მას შემდეგ რაც Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, მისმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა შესაძლოა მსუყე დივიდენდი მიიღოს. ამის შესახებ Thenational-წერს.

უკანასკნელი მონაცემებით, Tesla-ს თითო აქციის ღირებულებამ 555.10 აშშ დოლარი შეადგინა და ელექტრო მანქანების წარმოების საბაზრო კაპიტალიზაციამ 100.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნული ღირებულებით კომპანია მცირედით ჩამორჩება Volkswagen-ს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 100.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი იმ შემთხვევაში მიიღებს დივიდენდს, თუ Tesla-ს საბაზრო ღირებულება 100 მილიარდი აშშ დოლარის ზემოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, კერძოდ 1 თვიდან - 6 თვემდე. დივიდენდის რაოდენობა კი 346 მილიონ აშშ დოლარი იქნება.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა