მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო დაითხოვა და კომპანიის CEO გახდა

6360db04e452e
გიორგი თოლორდავა
01.11.22 12:44
2455
მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმე ილონ მასკმა Twitter-ის დირექტორთა საბჭო სრულად დაითხოვა და კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი გახდა.

მასკის განმარტებით, CEO-ს პოსტს ის მომავალშიც შეინარჩუნებს, თუმცა დირექტორთა საბჭოს სრულად დათხოვნა მხოლოდ დროებითია და მომავალში Twitter-ს აუცილებლად ეყოლება ახალი საბჭო, რომელიც, სავარაუდოდ, მასკის მიერ შერჩეული წევრებით იქნება დაკომპლექტებული.

საბჭოს წევრების დათხოვნის გარდა, Twitter-ის მმართველობის პირველივე დღეებში მასკმა კომპანიის აწ უკვე ყოფილი CEO პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა, რომ "ჩიტი თავისუფალია", რითაც ის იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან განთავისუფლდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

Forbes-ის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრაზე მასკმა უკვე ყოფილ CEO-ს განუცხადა, რომ ის მოლაპარაკებების პროცესში ბოტების რეალური რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართულად დამალვაშია დამნაშავე, რის გამოც ის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ იქნება განთავისუფლებული.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.