ILOstan - ასე ეწოდება, რებრენდინგის შემდეგ, ქართულ კაფეს ბერლინის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში Schöneberg-ში, რომელიც ქართველი ილია ბასილაშვილის მართვის ქვეშ 2018 წლიდან ოპერირებს.
გერმანიაში წლების წინ საცხოვრებლად გადასული ილია ბასილაშვილი BM.GE-სთან ყვება, რომ ბიზნესის კეთების სურვილი ბავშვობიდან ჰქონდა, ბერლინში გადასვლის შემდეგ კი მისი წარმომავლობისა და ოცნების გააერთიანება შეძლო და გერმანიის დედაქალაქში არტ-გალერეა და კაფე შეიძინა, რომელთან ერთადაც ქართული წარმოების პროდუქტების რეალიზებისთვის ონლაინ მაღაზიაც აამოქმედა. მისი თქმით, ბიზნესის განვითარებისთვის წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიცია 80 000 ევროზე მეტია. ILOstan ძირითადად ქართველები საქმდებიან, რომელთა რაოდენობა წლის განმავლობაში 3-მდე აღწევს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე კი დატვირთვის შესაბამისად იზრდება.
„ობიექტი არტ-კაფეს კონცეფციით მუშაობდა. მას შემდეგ რაც კაფეს ვხელმძღვანელობ, ქართული ელემენტები შევმატე, როგორც სამზარეულოში ასევე მომსახურების მხრივ, მაგალითად ქართული ცივი კერძები, ღვინოები, სხვადასხვა სასმელები და ა.შ. გარდა ქართულისა, ჩვენს სტუმრებს სენდვიჩებს, სალათებს, უგემრიელეს ნაყინს, ნამცხვრებს, განსაკუთრებით ჩემ მიერ გაკეთებული ნაპოლეონი მოსწონთ, სხვადასხვა ალკოჰოლურ და არალკოჰოლურ სასმელებს ვთავაზობთ. კაფესა და ონლაინ მაღაზიაში დაახლოებით 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქტია წარმოდგენილი, რაც მომხმარებელთა მხრიდან დიდ მოწონებას იმსახურებს და მოთხოვნაც დიდია. ამგვარად, ბერლინში ქართული ნაწარმის პოპულარიზაციასაც ვეწევით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს ილია ბასილაშვილი.
როგორც აღვნიშნეთ, კაფე ILOstan, გერმანულად Bei ILO ამ დასახელებით 3 თვის წინ განხორციელებული რებრენდინგის შემდეგ მოქმედებს. ილია ბასილაშვილმა ყოფილი კაფე „ოსბილის“ რებრენდინგის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არტ-გალერეისა და კაფის ფართი მთლიანად გადაიფორმა და სახელიც მარტივად მოუძებნა - ისე როგორც მას მეგობრები მიმართავდნენ.
„განახლებულ სივრცეში ქართული ღვინოების და პროდუქტის კუთხე მოვაწყე. დაინტერესებულ სტუმრებს შეძენამდე, ყველაფრის წინასწარ დაგემოვნება შეუძლიათ. კაფე მისი ყოფილი მფლობელის მხატვარ Ali Görmez-ის ნახატებით არის გაფორმებული.
პერიოდულად ჩვენს მომხმარებელს ხინკლის და ხაჭაპურის მომზადების ვორქშოფებს ვთავაზობთ, რაზეც დიდი მოთხოვნაა. დაინტერესებულ უცხოელებს ქართული გასტრონომიის გამორჩეული კერძების მომზადებას ვასწავლით და შემდეგ ერთად ვაგემოვნებთ, რა თქმა უნდა ქართული ღვინის და სასმელების თანხლებით“, - ამბობს კაფის მფლობელი.
დღეს, კაფეს შიდა სივრცეში 50 სტუმრის მიღება შეუძლია, ზაფხულში ამავე რაოდენობის სტუმრებს ტერასაზეც მასპინძლობენ. ილია ბასილაშვილი ამბობს, რომ მომხმარებელთა 95% გერმანელია, დანარჩენი 5% კი ქართველები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.
კაფის ხელმძღვანელი ბიზნესის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში მის გაფართოებას როგორც ბერლინში, ასევე საქართველოშიც მოიაზრებს, თუმცა დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი