მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილუზიებს ნუ მივეცემით, მთავრობას არ შეუძლია რაიმეს გამოსყიდვა - გოცირიძე "ბორჯომზე"

626bfb8ba04df
მარიამ ვარადაშვილი
29.04.22 19:07
808

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სახელწიფომ “ბორჯომის” აქციები არ უნდა გამოისყიდოს, რადგან მას ამისთვის არც საკმარისი რესურსები აქვს და ეს გამართლებულიც არ არის. 

“რა ვქნათ, რომ სანქციებშია მოყოლილი “როსნეფტი” ( რომელიც ფლობს ფოთის ტერმინალს), “ინტერრაოს” ხელმძღვანელობა, რომელთაც ეკუთვის “თელასი”, ხრამის სადგურები, გადრდაბნის თბოსადგური. ვი-თი-ბი ბანკი რატომ არ გამოისყიდა( ჩამოართვა) მთავრობამ? იქაც ათასამდე ადამიანი  დარჩება უმუშევარი.  “ლუკოილს” რა ვუყოთ?

ილუზიებს ნუ მივეცემით, მთავრობას არ შეუძლია რაიმეს გამოსყიდვა, არც ფული აქვს და არც არავინ მიჰყიდის არასაბაზრო ფასებში. ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმ ჭეშმარიტებაში, რომ რუსეთთან ბიზნესურთიერობები სარისკოა და ადრე თუ გვიან პრობლემები სხვადასვა ფორმით იჩენს თავს.

რაც შეეხება “ბორჯომს”, ის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მიჰყიდა რუსებს 2013 წელს. ფრანგებს ან ამერიკელებს რატომ არ მიჰყიდა? ალბათ არ იყიდეს ან ნაკლებ ფასად არ გაყიდეს. ამის საპასუხოდ იქნება არგუმენტი, “თქვენ დროსაც ხომ იყიდებოდა რუსებზეო”? კი, იყიდებოდა და ეს არ იყო კარგი, მაგრამ როცა ეს პროცესი გაგრძელდა  და კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, ამაზე ამ ხელისუფლებას უნდა ეფიქრა. ბოლოს და ბოლოს, ათი წელი გავიდა “იმ ხელისუფლებიდან”. გამოსავალი რა არის? რომელ ერთზე მეკითხებით, “ბორჯომზე” თუ მრავალ სხვაზე, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა? გამოსავალი სახელმწიფოს ბიზნესსუბიექტად გადაქცევაში არ არის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოსავალი ისევ ბაზრია. როგორი ცუდიც არ უნდა იყოს მისი შედეგი, ის იმაზე უარესი არ იქნება, ვიდრე სახელმწიფოს ჩარევა”,-წერს გოცირიძე Facebook-ზე.

ამ ეტაპზე  IDS Borjomi Beverages Co-ს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე ჭაბურღილებზე მინერალური წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზიას ფლობს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ “ბორჯომის” კონფისკაცია არ უნდა დაუშვას. რაც შეეხება გამოსავალს, რომან გოცირიძე ამბობს, რომ თავად კომპანიამ უნდა იპოვოს ისეთი მყიდველი, რომელსაც თუნდაც არასაბაზრო ფასად კომპანიას იყიდის.

“გააჩნია სალიცენზიო პირობებში რა წერია და ეს არ არის არასარიოზულად მისადგომი საკითხი. ცუდია, რომ რუსეთის ხელშია კომპანია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მეორე საკითხია, ამისგან რა შედეგს მოელი და როგორ წავა არბიტრაჟში საქმე. ძალიან ზედაპირულად და ემოციურად უყურებენ ამ პროცესს. რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა იმდენად ბევრ პრობლემას წარმოშობს, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა მთავრობას ფული არ აქვს, სახელმწიფოს მხრიდან გამოსავლის ძიება ძალიან რთულია”,-ამბობს გოცირიძე. 

დღეს, 29 აპრილს, IDS ბორჯომმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მის მფლობელზე დაწესებული სანქციების გამო წარმოებას დროებით აჩერებს. 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო, 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.