მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გავრცელების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.9%-ია

615d4cb2ef970
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 11:19
604
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 918 ტესტი, რა დროსაც ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.9%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 34 918 კვლევიდან, მათ 20 262 ანტიგენის ტესტით და 14 656 PCR ტესტით გაკეთდა. შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 2 410 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 623 830-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.90%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.53%-ია ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.31%-ია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 1 516 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 594 669-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 134 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა - 113, იმერეთი - 479, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 125, გურია - 74, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 374, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001 საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 429, აჭარაში - 348, იმერეთში - 902. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში - 341, აჭარაში - 96, იმერეთში - 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში - 138, აჭარაში - 26, იმერეთში - 28. 623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 - თბილისში, 18 - აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 5 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 222 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.