მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედები გამიცრუვდა“ - რატომ წავიდა პოლიტიკაში „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი

5f33bcfe82398
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 13:52
2893
„ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი პოლიტიკაში წასვლის მიზეზს ასე ხსნის: „მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა“, - ამის შესახებ მან დღეს პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოს“ წევრად წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ თაობას უფროსებმა ბიზნესი და სახლები კი არა, ბედნიერი საქართველო უნდა დაუტოვონ.

„მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილებაა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა. ის კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღდგენა და მთელი რიგი საკითხები... მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე დღეს დადგა ის ჟამი, როდესაც ყველა ქართველმა, რომელიც თავისი შვილების ბედითაა დაინტერესებული, უნდა დაუტოვოთ შვილებს არა სახლები, ბიზნესი, არამედ დავუტოვოთ ქვეყანა, რომელშიც მათ ეცხოვრებათ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ.
ჩვენ მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი, რომ გვეზრუნა ჩვენი ქვეყნის ბედზე“, - განაცადა გაიაშვილმა მისი „ლელოს“ წევრად წარდგენისას.