მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედგამაცრუებელი იყო, რომ მისი ძლიერი ლიდერობა ვერ დავინახეთ - დეგნანი ღარიბაშვილზე

60e9936642191
BM.GE
10.07.21 16:27
3186
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი თბილისში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს ეხმიანება. დიპლომატი ვითარების დამშვიდებაში პრემიერ-მინისტრის როლზე მიანიშნებს და წუხს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან “ასეთი ძლიერი როლი” ვერ დაინახა.

“ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე. მოგეხსენებათ, აშშ ბევრს მუშაობს საქართველოს სამართალდამცავი სისტემის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. სამწუხაროა, რომ მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ იქნა გამოყენებული, როდესაც ცხადი გახდა, რომ გარკვეული პირები მიმართავდნენ ძალადობას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას, განსაკუთრებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ბევრმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომ საქართველო ცნობილია თავისი ტოლერანტობით, ღირებულებების პატივისცემით და ამ დღეებში ეს იყო ხსენებული ღირებულებებიდან უკან გადადგმული ნაბიჯი”, – აღნიშნა დეგნანმა და კითხვაზე, იყო თუ არა ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისის დილით გაკეთებული განცხადება ძალადობის წახალისება, განმარტა:

“პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, რომ ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის დაწყნარებაში, საქართველოს მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის დაგმობის მიმართულებით. იმედგამაცრუებელი იყო, რომ უფრო ძლიერი ლიდერობა ვერ დავინახეთ იმ დღეებში”.