25.ივლისი .2022 19:25

იმედგამაცრუებელი შედეგების გამო, Snapchat-ის აქციები 30%-ით დაეცა

იმედგამაცრუებელი შედეგების გამო, Snapchat-ის აქციები 30%-ით დაეცა
views 538
უკან

სოციალური ქსელებისთვის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე წელი გრძელდება - გასულ სავაჭრო სესიაზე უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში Snapchat-ი აღმოჩნდა, რომლის აქციების ღირებულება თითქმის 30%-ით შემცირდა.

საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული კრახი პირდაპირ კავშირშია უაღრესად იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგების გასაჯაროებასთან. ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში კომპანიამ 1.11 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 3 მილიონით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

გარდა ძირითადი მაჩვენებლების გაუარესებისა, ვითარებას ამძიმებს კომპანიის მენეჯმენტის მიერ ინვესტორებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაც, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, უახლოეს მომავალში კი მომხმარებლების რაოდენობისა თუ შემოსავლის მაჩვენებლის ზრდა მარტივი გზებით შეუძლებელი იქნება.

პროგნოზის გაუარესებაზე მიუთითებს Snap-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაც - უახლოეს მომავალში კომპანია გაფართოების სტრატეგიას და ახალი თანამშრომლების აყვანის ტემპს შეამცირებს, ასევე განიხილება ხარჯების შემცირებისთვის გარკვეული ნაბიჯების გადადგმაც.

Snap-ის წარმომადგენლობის განმარტებით, შედეგების გაუარესების მიზეზი გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ინფლაციის დონის ზრდა, სოციალურ ქსელებზე მოთხოვნის შემცირება, კონკურენტი პლატფორმების (TikTok, Instagram) გააქტიურება და Apple-ის მიერ 2021 წლის ბოლოს გატარებული განახლებებია, რომელმაც Snapchat-ი ტექნიკური გამოწვევების წინაშე დააყენა.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა