მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი გვაქვს, კომერციული გაზის ტარიფი არ გაიზრდება - ნათია თურნავა

5feadf4097193
ინგა მურუსიძე
29.12.20 12:00
596
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ "თბილისი ენერჯის" მხრიდან ბიზნესებისთვის გაზის ტარიფის ზრდა არ მოხდება. ამის შესახებ თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება კომერციული გაზის ტარიფს. აქ რეგულირება არ ხდება და კომპანიები თავად ადგენენ. გარკვეული კომუნიკაცია გვაქვს „თბილისი ენერჯისთან“. მე გამოვრიცხავ, რომ მომხდება ტარიფის ზრდა პურ-პროდუქტების მწარმოებლებისთვის. ზოგადადაც, მცირე ბიზნესისთვის დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება გაზის ტარიფის ზრდა, თუმცა აქ ჩვენ ბერკეტები შეზღუდული გვაქვს და უბრალოდ კონსულტაცია-კომუნიკაციით ვცდილობთ ამ საკითხის კომპენსირებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის:“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, 2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაიზრდება და 1.1 ლარი გახდება. ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება. კომპანიაში ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას ასახელებენ, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა.