მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედი გვაქვს სამშენებლო მასალებზე ფასი დასტაბილურდება - კომპანია "ინსი"

633c305dade7b
მარიამ ვარადაშვილი
04.10.22 17:22
673
სამშენებლო კომპანია “ინსის” ხელმძღვანელი ზვიად თოიძე ამბობს, რომ სამშენებლო სექტორში სხვა სექტორების მსგავსად, კადრების კრიზისია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის ქვეყნიდან მოქალაქეების გადინებასაც ასახელებს.

რაც შეეხება სამშენებლო მასალებზე გაზრდილ ფასს, როგორც თოიძე ამბობს, სექტორი იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ფასი დასტაბილურდება.

“[ფასების საკითხი] ძალიან არაპროგნოზირებადია. ჩვენ ორი კრიზისი გამოვიარეთ ბოლო პერიოდში, პანდემია და რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული კრიზისი, რის გამოც სამშენებლო მასალების ფასზე მაღალი ზრდა იყო. თუმცა გარკვეული კუთხით ეს საკითხი დარეგულირდა და დიდი იმედი გვაქვს ფასის ზრდა შეჩერდება და დასტაბილურდება. 

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე არის კადრების დეფიციტი ყველა სფეროში. ეს ალბათ მოქალაქეების გადინებითაც არის გამოწვეული”, - აცხადებს ზვიად თოიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა.