მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი L" ვიდეო კონსულტაციებს იწყებს

5ecf6b33903de
ნინი ლონგურაშვილი
28.05.20 09:00
1882
"ვმუშაობთ ჩვენი სისტემის სრულ გადაიარაღებაზე იმისათვის, რომ დაზღვეულებს კვალიფიციური ვიდეო კონსულტაციები გავუწიოთ", - ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში "იმედი L"-ის ბიზნესის განვითარების და სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა დავით ქარცივაძემ განაცხადა. 

"იმდენად ხელმისაწვდომია ჩვენი კლინიკების ქსელი, რომ ვერც კი წარმოგვედგინა, დისტანციური სერვისებით თუ ისარგებლებდნენ ჩვენი დაზღვეულები. აქედან გამომდინარე, დღეს მივხვდით, რომ საერთოდ ახალი რეალობაა და ბევრი დაზღვეულისთვის მეტად ხელმისაწვდომია ეს სერვისი. ჩვენ დაახლოებით 1 თვის წინ დავიწყეთ ვიდეო კონსულტაციებზე მუშაობა, რომ ჩვენი ოჯახის ექიმები და მთელი ჩვენი Back სისტემა გადავაიარაღოთ ისე, რომ შესაძლებელი გახდეს კვალიფიციური ვიდეო კონსულტაციების განხორციელება. პირველი სატესტო ვიდეო კონსულტაცია 1 კვირის წინ გავაკეთეთ და მაისის ბოლოს უკვე რეალურ რეჟიმში ჩავუშვებთ", - აღნიშნა დავით ქარცივაძემ.