მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედი მაქვს ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორების მოზიდვა წელს მოხერხდება“ - თურნავა

6030c4f4bd36f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.21 12:44
1484
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გამოსვლისას საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობისთვის პრიორიტეტად რჩება.

„ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი, რაზეც საშუალება გვექნება, რომ ერთად ვიმსჯელოთ და ვფიქრობთ, რომ საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად მსოფლიოში ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოში ვითარდება და ამის მაგალითი ფოთის პორტის განვითარებაა.

„APM Terminals-თან ერთად ფოთის პორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს მოლაპარაკება მათთან პრივატიზაციასთან დაკავშირებით და მალე ეს პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადავა“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი სატრანზიტო დერეფანი იცვლება, ძალიან დინამიური პროცესები მიმდინარეობს და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დადგა ქვეყანა.

„იმდენად ხარისხიანია ჩვენი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, იმდენად მნიშვნელოვანი საჯარო პროექტები განხორციელდა ამ სფეროში და იმდენად დიდი რეფორმებია დაგეგმილი მათ შორის მსოფლიო ბანკთან ერთად ჩვენი დერეფნის გაციფროვნების თვალსაზრისით, რომ ვერანაირი გაციფროვნება ჩვენს დერეფანს კონკურენტუნარიანობას ვერ დააკარგინებს“, - აღნიშნა მან.