მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედი მაქვს, ბევრ ადამიანს დავასაქმებ“ - „ლენდჰაუს ბორჯომის" გეგმები

63d3d5d1df392
მარიამ დემეტრაშვილი
27.01.23 18:15
1174
სასტუმრო „ლენდჰაუს ბორჯომი“ წელს გაფართოებასა და ახალი კადრების დასაქმებას გეგმავს. როგორც მისმა დამფუძნებელმა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა, წელს სასტუმროს ტერიტორიაზე საცურაო აუზის, გასართობი სივრცისა და კვების ობიექტის მოწყობა იგეგმება.

„ლენდჰაუს ბორჯომი“ ბორჯომის რაიონში, სოფელ ზემო სადგერში 5 თვის წინ გაიხსნა და ტურისტებში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. სასტუმრო 5 კოტეჯს მოიცავს და როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, მათი მშენებლობა 3 თვეში მოესწრო.

„ლენდჰაუს ბორჯომის“ კოტეჯები მდებარეობს სოფელ ზემო სადგერში, დასახლებისგან მოშორებით, საკმაოდ მყუდრო ადგილზე, მდინარის პირას. დაახლოებით 5 თვეა ვიღებთ ტურისტებს როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ასევე, ვმასპინძლობთ კორპორატიულ ღონისძიებებსაც. ამ მოკლე დროში საკმაო ცნობადობა მოვიპოვეთ. ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს გაერთიანებული საამიროებიდან. იმდენად კმაყოფილები არიან ჩვენთან სტუმრობით, რომ ყველა სოციალურ ქსელში ჩვენზე დადებით შეფასებას აფიქსირებენ. ასეთი რეკომენდაციების შემდეგ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვსტუმრობს ხოლმე.

ჯერ მხოლოდ 5 კოტეჯი გვაქვს. სამომავლოდ ვფიქრობთ გაფართოებას, თუმცა იქამდე სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ. წელს საცურაო აუზის, ბავშვთა გასართობი სივრცისა და კვების ობიექტის მოწყობას ვაპირებთ. მინდა, ეს იყოს ადგილი, საიდანაც გასვლა არ მოუნდებათ.

უკვე ბევრი კონტრაქტი მაქვს დადებული უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან, გვაქვს შემოთავაზებები, რომ კორპორატიული სტუმრები მივიღოთ საზღვარგარეთიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაზაფხულიდან სრული დატვირთვით ვიმუშავებთ და ბევრ ადამიანს დავასაქმებ“, - თქვა ეკა გეგეშიძემ.