მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი მაქვს ფრენების აკრძალვა იქნება დროებითი"

5e56b08eec1a9
BM.GE
26.02.20 23:00
657
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ფრენებზე დაწესებული აკრძალვები დროულად მოიხსნება. მისი ინფორმაციით, ირანთან დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანა თვიურად 30 მლნ ლარის შემოსავალს კარგავს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებთან ფრენების აკრძალვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის მსგავსი რეკომენდაცია არ არსებობს.

„კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, საქართველო ამ გამოწვევას ხვდება მომზადებული, ხედავთ რომ ყველა აუცილებელი ზომა არის მიღებული, არის საგანგებო შტაბი. ჩვენთვის არის უპირატესი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის გამო ჩვენ მზად ვართ მივიღოთ თუნდაც ისეთი არაპოპულარული ზომები რაც გარკვეულ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. მათ შორის ისეთი როგორიც არის პირდაპირი მიმოსვლის დროებით შეჩერება ჩინეთთან და ირანთან, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება დროებითი და ძალიან მალე ეს გამოწვევა გადაივლის.

კაცობრიობა არის კონსოლიდირებული და ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ აკრძალვები დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა ჩვენ ვერსად გავექცევით იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა ექნება. ჩვენი გათვლებით ირანთან პირდაპირი მიმოსვლის შეჩერება თვეში 30 მლნ ლარის დანაკლისია, თუმცა, ჩვენთვის პირიორიტეტია ჩვენი მოქალაქეები.

რაც შეეხება იტალიასთან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით მიღებული არ არის. ჩვენ ამ ნაწილში დამოკიდებულები ვართ და ვუსმენთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, მათი მოთხოვნა ჯერ არ წამოსულა.“ - განაცხადა თურნავამ.