მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, კანონი თანაბრად აღსრულდება და მიუკერძოებელი იქნება ყველა ბრალდებულის მიმართ - დეგნანი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეებზე

61ba0ab253b66
შოთა ტყეშელაშვილი
15.12.21 19:44
539
ბრალდებულის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კონტექსტებისა,” - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთელის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.

ელჩის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც კანონის მიუკერძოებელ აღსრულებას მხარს უჭერენ და აშშ მათ ძალისხმევას მხარს უჭერს.

ხვალ, 16 დეკემბერს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სხდომა არის დანიშნული.

"პოლიტიკური ჩარევისა და დევნის შესახებ შთაბეჭდილების არსებობაც კი ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას როგორც მართლმსაჯულების სისტემისადმი, ასევე მართლაც კონკრეტული საქმეების შედეგებისადმი. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი იმედია, რომ კანონი თანაბრად და მიუკერძოებლად აღსრულდება ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნესკავშირებისა. ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში არაერთი თავის საქმისადმი ერთგული მოსამართლე და ადვოკატია, რომელიც კანონის სამართლიან და მიუკერძოებელ აღსრულებას უჭერს მხარს და ეს ადამიანები მართლმასჯულების სისტემის ის წევრებია, ვისაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერს მხარს თავიანთ ძალისხმევაში გაძლიერდეს ქართული მართლმსაჯულების სისტემის საერთო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.

კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ კანონი აღსრულდება მიუკერძოებლად და თანაბრად ყველა ბრალდებულის მიმართ, განურჩევლად მათი პოლიტიკური აფილირებისა, თუ ბიზნეს კონტექსტებისა,” - აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს გამოძიება $17 მილიონის ე.წ. “გათეთრებას” ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 12 წლის წინ "თიბისი ბანკმა" ახლობელ კომპანიებზე გასცა სესხი, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ბანკის დამფუძნებლებმა პირად ანგარიშებზე დაიბრუნეს, თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები საერთოდ არ ასახავს ფულის გათეთრების პროცესს.