მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, მოქალაქეები მოვლენ ხმის მისაცემად და ლიდერებს ანგარიშვალდებულს გახდიან - დეგნანი

617cf92252f18
ინგა მურუსიძე
30.10.21 11:49
738

"იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ამ დრომდე ვიყავი, მშვიდი გარემოა და ყველაფერი კარგად არის ორგანიზებული", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, დღეს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეები გამოდიან, რომ მისცენ ხმა, გახადონ თავიანთი ლიდერები ანგარიშვალდებულები, უზრუნველყონ ის, რომ მათმა ლიდერებმა გაიგონ რა არის მათი <ამომრჩევლის> პრიორიტეტები: სამუშაო ადგილები, გზები, ჯანდაცვა და ა.შ. ეს არის დღე, როდესაც მოქალაქეების ხმა ისმის.

მოხარული ვარ, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ამ დრომდე ვიმყოფებოდი, მშვიდი გარემოა, კარგად ორგანიზებულია ხმის მიცემის სივრცეები, დაცულია კოვიდთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესები. იმედი მაქვს, ადამიანები მოვლენ ხმის მისაცემად პირბადეებით და გახდიან ლიდერებს ანგარიშვალდებულს. ეს არის დემოკრატიის არსი, ხოლო ქართველი ხალხი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი“, - აღნიშნა ელჩმა. 

ელჩის განცხადების თარგმანს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.