მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, პოლიტიკური ბატალიები თბილისის განვითარებაზე არ იმოქმედებს - კალაძის ანგარიში

60a36ad347506
ინგა მურუსიძე
18.05.21 11:19
534
იმედი მაქვს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ბატალიები თბილისის განვითარებაზე არ იმოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის ამ წუთებში ურბანული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

„მომავალში ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმების გაგრძელებით დარწმუნებული ვარ, თბილისი იქნება გამართული ურბანული პოლიტიკის მქონე ქალაქი. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ბატალიები არ იმოქმედებს თბილისის განვითარებაზე, ქალაქის წინსვლაზე, რეფორმებზე. იმედი მაქვს, ის საშინელი, ქაოტური პროცესი, რაც გამოვიარეთ თითქმის 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა და ის რეფორმები, რომელიც დავიწყეთ, გაგრძელდება შეუფერხებლად“, - განაცხადა კალაძემ.