მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმედია, ქართული კომპანიები ახლა მაინც მიხვდებიან, რომ რუსეთი არის არასანდო ბაზარი”

622e335ab7a15
ანუკა ჯოხაძე
13.03.22 23:40
1610
საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება დღესაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. 2021 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა და მან $610 მილიონს მიაღწია. ამ მაჩვენებლით რუსეთი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანიები წლებია საუბრობენ ბაზრების დივერსიფიცირებაზე, ამ დრომდე კონკრეტულ სექტორებში ალტერნატული ბაზრების მოძიება ვერ მოხერხდა.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ანა კვარაცხელია აცხადებს, რომ დღეს არსებული მდგომარეობა უნდა იყოს გაკვეთილი ქართული კომპანიებისთვის, რომ რუსეთი არასტაბილური ბაზარია და ახალი ბაზრების ძიება დაიწყონ.

“იმედი მაქვს, რომ ქართული ბიზნესი მიხვდება, რომ რუსეთის ბაზარი არის არასტაბილური. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ერთ ეპიზოდზე. რუსეთი ყოველთვის გვაშანტაჟებდა და ყოველთვის დაგვაშანტაჟებს სხვადასხვა სანქციითა თუ ვაჭრობის შეზღუდვებით. ყოველთვის რუსეთის მხრიდან მოდიოდა ეს შეზღუდვები. იმედი მაქვს, ეს იქნება კიდევ ერთი გაკვეთილი ქართული კომპანიებისთვის, რომელთაც ექსპორტზე პროდუქცია რუსეთში გააქვთ. იმედია მიხვდებიან, რომ რუსეთი არის არასანდო ბაზარი და გადავლენ უკეთეს, სტაბილურ ბაზრებზე”, - ამბობს ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯმდომარე ანა კვარაცხელია.