„მიხარია, რომ როგორც იქნა სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება დააწესოს შეზღუდვები“, - ასე ეხმაურება „ამბერ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ეკა დუჩიძე, 1 დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. "მწვანე პასპორტის" მექანიზმის ამოქმედებას.
როგორც ცნობილია, წინასწარ განსაზღვრულ სფეროებს შორის, სადაც მოქალაქეებს "მწვანე პასპორტების" გარეშე არ დაუშვებენ, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესიც შედის. ეკა დუჩიძე bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ, შესაძლოა, გარკვეულწილად სტუმრების რაოდენობაზე იმოქმედოს, თუმცა ის დაცულობის მეტ შესაძლებლობას გააჩენს.
„იმედი მაქვს, "მწავნე პასპორტები" უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. მე წარმოვადგენ სასტუმრო „გუდაური ლოჯს“, რომელიც პანდემიის დროს დავკეტეთ და ახლა ვხსნით. ოქტომბერში, მანამდე, სანამ სახელმწიფო დააწესებდა რეგულაციებს, ჩვენ თავზე ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და გამოვაცხადეთ ზუსტად ის სტანდარტები, რაც ევროპის და აშშ-ის ქვეყნებშია მიღებული. გამოვაცხადეთ, რომ მხოლოდ კოვიდ-პასპორტის მქონე სტუმრებს მივიღებდით და ჩვენი მხრივ, თანამშრომლებიც იქნებიან აცრილები და 3 დღეში ერთხელ სწრაფ ტესტებს გავაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში PCR-საც. შეიძლება რაღაც რაოდენობა სტუმრები დაგვაკლდეს, თუმცა მეორე მხრივ, სასტუმროები უპრობლემოდ იმუშავებენ, სტუმრები კი უფრო დაცულად იგრძნობენ თავს, რადგან სხვებიც იქნებიან აცრილები და თანამშრომლებიც“, - აცხადებს დუჩიძე.
სასტუმროს მმართველ კომპანიას მოლოდინი აქვს, რომ "მწვანე პასპორტების" ძალაში შესვლის პარალელურად სახელმწიფოც გარკვეულ დათმობაზე წავა და სასტუმრო ბიზნესისთვის მოქმედი რეგულაციები გადაიხედება.
"იმ რისკების ფონზე, რომელსაც სტუმარ-მასპინძლობის სექტორი თავისთავზე იღებს, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა შეგვიმსუბუქოს შეზღუდვები, თუნდაც საათობრივი და 23:00 საათის მერე გახსნან რესტორნები, კაფეები და ბარები. იმედი მაქვს, საახალწლო ღონისძიებების გამართვის საშუალებასაც მოგვცემენ, რადგან სასტუმროებსა და რესტორნებში უსაფრთხო გარემო იქნება“, - აცხადებს დუჩიძე და დასძენს იმასაც, რომ გარკვეულწილად გაურკვევლობას ქმნის ის მოცემულობა, როცა სასტუმრო ბიზნესმა არ იცის, რა იქნება საახალწლოდ და რა რეგულაციების გათვალისწინებით მიიღებენ სტუმრებს.
"დატვირთულობა საკმაოდ მაღალია ახალი წლის ღამეს და ყველა გვეკითხება, რა ღონისძიება იქნება და პასუხი რეალურად არ გვაქვს, თუმცა იმედს ვიტოვებთ, როგორც გასულ კვირის შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროში დაგვპირდნენ, კვირის ბოლომდე დაგვრთავენ უფლებას და მალე დავგეგმავთ და გავაჟღერებთ ჩვენს ღონისძიებებს“, - აცხადებს „ამბერ ჯგუფის“ ხელმძღვანელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ