მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი

638060fd5ee01
BM.GE
25.11.22 10:25
439
„ის ფაქტი, რომ საქართველომ მიაღწია შიდა კონსენსუსს მისი ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით, არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის. ევროინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბოლომდე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - ამის შესახებ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ავგუსტო სანტოს სილვამ საქართელოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, პორტუგალიაში მიესალმებიან საქართველოს სწორად დაბალანსებულ პოზიციას სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, ასევე უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში. მისივე თქმით, პორტუგალია საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს დადებითად აფასებს.

„ჩვენ ვიზიარებთ ერთნაირ ღირებულებებს- პოლიტიკური, დიპლომატიური, თუ კულტურული გადმოსახედიდან. ჩვენ გარკვეულწილად გეოგრაფიულ სიმეტრიაშიც ვიმყოფებით, ვგულისხმობ პორტუგალიას და აღმოსავლეთ ევროპას და საქართველოს - აღმოსავლეთ ევროპაში.

მე დადებითი შეფასება მივეცი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობასა და სიახლოვეს, მათ შორის ევროკავშირთან, უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. აღსანიშნავია საქართველოს სწორად დაბალანსებული პოზიცია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე საკითხების ირგვლივ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კონტექსტში. ამ ყველაფერს სათანადოდ ვაფასებთ პორტუგალიაში.

აღსანიშნავია ევროსაპჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც კიდევ უფრო უკეთ იკვეთება საქართველოს პერსპექტივა. ის ფაქტი, რომ საქართველომ მიაღწია შიდა კონსენსუსს მისი ევროპული ოჯახის წევრობასთან დაკავშირებით, არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის“,-განაცხადა პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა.