იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე მიაღწევს ევროპულ საშუალო მაჩვენებელს, და ჯიბიდან გადახდილი თანხები იქნება 30%, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა.
მან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ პანელურ დისკუსიაზე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ორ კომპონენტზე ისაუბრა.
„პირადად მე ვთვლი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა, 10 წლის შემდეგ ვხედავთ, რომ მან მიაღწია თავის მიზნებს. ჩვენ ვახდენთ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს, ისე როგორც ვაკვირდებით ფინანსურ საკითხს და მომსახურების ხარისხს. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში მომსახურებაზე წვდომა 10 წლის განმავლობაში უზარმაზარ გაუმჯობესებას ჰქონდა ადგილი. მაჩვენებელი 20-დან 95%-მდე გაიზარდა. თუ შევხედავთ სხვადასხვა მომსახურებას, ძალიან კარგი წვდომაა ინფექციური დაავადებების მიმართ, C ჰეპატიტის მკურნალობის წინააღმდეგ, აივ შიდსის წინააღმდეგ და ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ჰოსპიტალურ სექტორში მნიშვნელოვანია ბოლო განვითარებები“, - განაცხადა სილვიო დომენტემ.
ჯანმო-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ საინტერესო და მისასალმებელია ჯანდაცვის სამინისტროს ფოკუსი იმაზე, რომ შეიქმნას სამედიცინო ჰოლდინგი, რადგან კერძო, კომერციული ჰისპიტლები ყველა მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ და ზოგიერთი მიმართულებით საჯარო ჰოსპიტლების გაძლიერება მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვართ მოგზაურობის დასაწყისში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საყრდენი არის პირველადი ჯანდაცვის მიმართულება. საქართველომ მოამზადა საკმაოდ სოლიდური პირველადი ჯანდაცვის პროგრამა, ბევრი სამინისტროა ჩართული და იმედი მაქვს, შემდეგი ნაბიჯი იქნება ამ რეფორმის შესრულება. ეს გააუმჯობესებს წვდომაზე თანასწორობას და ყველა იმ უთანასწორობას გამოასწორებს, რაც არსებობს სოფლად და ქალაქად.
რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ეს უფრო დიდი გამოწვევის შემცველია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. როცა ჯანდაცვისადმი წვდომა იზრდება, ჩვენ ასევე გვინდა, რომ ეს გაზრდა ხარჯებს არ უკავშირდებოდეს ოჯახებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იყო. ჯიბიდან გადახდები მნიშვნელოვნად შემცირდა, 73%-დან 50%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა. ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წელს. იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე მიაღწევს ევროპულ საშუალოს, და ჯიბიდან გადახდილი თანხები იქნება 30%. მაჩვენებელი არ არის საბოლოო, ჩვენ შეგვიძლია კიდევ შევამციროთ თანხა. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჯიბიდან გადახდების 70% იხარჯება მედიკამენტებზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფასის რეგულირება და რეფორმები, რომელიც დაგეგმილია, საუბარი მაქვს რეფერენტულ საფასო სისტემაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველოში ფასები იყო დერეგულირებული, ფასები არ იყო დარეგულირებული“, - განაცხადა სილვიო დომენტემ.
ინფორმაციისთვის: სილვიო დომენტეს განცხადების თარგმანი ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 2013 წელს მოსახლეობა ჯიბიდან იხდიდა ჯანდაცვაზე დანახარჯების 70%-ს, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა თითქმის 32%-მდე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი