მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, შემდეგი გადაწყვეტილება სახმელეთო საზღვრების გახსნა იქნება - ქვრივიშვილი

609152ed1dfe7
BM.GE
04.05.21 18:02
718
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში  საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ქვრივიშვილი დადებითად აფასებს ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირობების ვაქცინაციის პროცესში ჩართვას და იმედოვნებს, ამ ნაბიჯის შემდეგ საქართველოს მთავრობამ სახმელეთო საზღვრების გახსნაზე და კომენდანტის საათის გადაწევაზე იმუშავებს. 

„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირები განისაზღვრა. ეს პირველ რიგში ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის სწრაფ და უსაფრთხო აღდგენას და უზრუნველყოფს ამ დარგში დასაქმებულთა ჯანმრთელობას.

იმედია, შემდეგი გადაწყვეტილებები - სახმელეთო საზღვრების გახსნა (საჰაეროს პრინციპით), ვაქცინირებული პირების შეზღუდვებისგან განთავისუფლება და კომენდანტის საათის, თუნდაც რამდენიმე საათით გახანგრძლივება იქნება. ამ გადაწყვეტილებების დადებით ზეგავლენას ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან მალე ვიხილავთ“, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.