მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმედია, შეთანხმება ძალაში დარჩება - კელი დეგნანი

610687d36fe5f
ინგა მურუსიძე
01.08.21 16:06
713
საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ე.წ. მიშელის შეთანხმება ძალაში დარჩება. ამ განცხადებით დეგნანი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომელმაც ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ელჩის თქმით, თითოეულ განცხადებაში, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის აშშ-ის საელჩომაც გაავრცელეს, აჩვენებს თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით.

"ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად.

იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ. ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.