მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში 42 ვეტერინარულ ობიექტში დარღვევები გამოვლინდა

6066ed9f863ca
ინგა მურუსიძე
02.04.21 14:11
865
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა იმერეთის რეგიონში ვეტერინარული კლინიკები, ვეტაფთიაქები და ზოომაღაზიები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ 98 ობიექტში განხორციელდა.

როგორც BM.GE-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, რეგისტრაციის არქონა.

დარღვევების გამო 42 ობიექტს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრა (შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. 

ფერმერებისა და შინაური ცხოველების მეპატრონეთა ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით კონტროლს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად განახორციელებს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ვეტერინარული პრეპარატების შეძენისას ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს, მასზე მითითებულ ვადასა და გამოყენების წესს, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს - 15 01.