მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმერეთში მცხოვრებლებს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ

63c15c8765431
BM.GE
13.01.23 17:24
492
იმერეთში მცხოვრებლებს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

"მოსახლეობის საყურადღებოდ! იმერეთის რეგიონში არის ურთულესი მეტეოროლოგიური პირობები, ძლიერმა ქარმა გამოიწვია სტიქიური მოვლენები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

რეგიონში ბევრ შენობას სახურავი აქვს გადახდილი. გამომდინარე აქედან, გთხოვთ, დღეს თავი შეიკავეთ პიროტექნიკის გამოყენებისგან.
თავიდან ავიცილოთ არასასიამოვნო შემთხვევები, ჯანმრთელობის დაზიანებები და ხანძარი.

ნუ მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს", - ნათქვამია განცხადებაში.