03.თებერვალი .2020 09:00

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული: ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვა

views 483
უკან

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალაბმერიძემ გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში 2020 წლის გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის, მან საქალაქო ტრანსპორტისა და ქუთაისის აეროპორტის საკითხები განიხილა.

„საქალაქო ტრანსპორტის დანიშნვას რაც შეეხება, ჩვენ დაახლოებით მარტის თვიდან დავიწყებთ მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანას. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი იქნება, საიდანაც 2 ავტობუსი დაინიშნება აეროპორტის მიმართულებით. 2 შატლი იქნება, რომელიც იმოძრავებს ჩვენი ტურისტებისთვის.

რაც შეეხება აეროპორტს, მიმდინარეობს ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომელიც უახლოეს თვეებში გაიხსნება და მოემსახურება ჩვენს ტურისტებს“, - განმარტავს ზვიად შალამბერიძე.