07.მაისი.2016 13:55
ეკონომიკა

იმერეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის $9 მილიონი გამოიყო

იმერეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის $9 მილიონი გამოიყო
საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას.
 
პროექტი მიზნად ისახავს იმერეთში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას. დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, გათვალისწინებულია ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

„მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს იმერეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაჩქარებას და ახალი პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლება, ტურისტული ადგილებისა და მასთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნული ადგილები უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ასევე, გაიზრდება კერძო ინვესტიციებს მოზიდვის შესაძლებლობაც. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის რეგიონების საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას“ ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან იმერეთის მცხოვრებნი და ტურისტები, რომლებიც ისარგებლებენ განახლებული ინფრასტრუქტურით. პროექტის მიზანია, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების შექმნა. აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით, მოსალოდნელია რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება“,- აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

23.აპრილი.2019 17:48
30

"დაგროვებითი საპენსიო სისტემა გადასახადს ჰგავს, თუმცა, არ არის... ამაშია მთელი მარილი"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:13
74

მაჭავარიანი ომეგას - "თქვენ კაპიკის გადამხდელი არ ხართ"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:07
60

ფინანსთა მინისტრი: აქციზის ზრდაზე თამბაქოს სექტორის შეკითხვები ლეგიტიმური იყო

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:01
132

ფინანსთა მინისტრი სიგარეტის კონტრაბანდაზე: ტყიდან, ღრიდან გადმოდიან...ამას ვუმკლავდებით

ვრცლად
23.აპრილი.2019 16:36
73

"ომეგა ჯგუფის" შეკითხვები ფინანსთა მინისტრს

ვრცლად
23.აპრილი.2019 16:30
84

მაჭავარიანი ოპოზიციას: "პოპულისტი რომ ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს საგადასახადო ტვირთი 12-დან 24%-ზე ავიდა"

ვრცლად