მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერი" Mark&Spencer-ის გარდა, წელს კიდევ ორი უცხოური ბრენდის ტანსაცმელს შეკერავს

5e1d9bad8943c
თამთა ჯიჯავაძე
14.01.20 21:00
2902
ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერი“ კიდევ ორი უცხოურ ბრენდისთვის იწყებს კერვას. მათ შორის ერთ-ერთია "მონკლერი", რომლისთვისაც საქართველოში ქურთუკები შეიკერება. როგორც „იმერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სიმონიძე bm.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, სამკერვალომ შესაბამისი აუდიტი უკვე გაიარა.

„ერთი კვირის წინ "მონკლერი" სოციალური აუდიტიც გავიარეთ. ეს არის ქურთუკების მწარმოებელი იტალიური ცნობილი ბრენდი. უკვე მზადყოფნა გვაქვს, რომ მათი შეკვეთებიც მივიღოთ“, - აღნიშნა მაია სიმონიძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კიდევ მოლაპარაკებები გერმანულ ბრენდთან, რომელიც სპეცტანსაცმელზე მუშაობს: „მიმდინარეობს ახლა შეთანხმების საკითხები, რაც ეხება ფასებს, რაოდენობებს და ა.შ. როდესაც ჩამოვყალიბდებით, შემდეგ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. ახლა არის მოსამზადებელი სამუშაოები. ალბათ თებერვლიდან დავიწყებთ შეკერვას“.

როგორც „იმერის“სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, დღეში სამკერვალოს შეუძლია შეკეროს დაახლოებით 800 ცალი ტანსაცმელი.

შეგახსენებთ, „იმერმა“ ასევე გაიარა Mark&Spencer-ის სპეციალური აუდიტი, შედეგად უახლოეს პერიოდში სამკერვალო ამ ბრენდისგანაც დაიწყებს შეკვეთების შესრულებას.

„აუდიტი სოციალური საკითხებს ეხებოდა. კერძოდ, ანაზღაურება უნდა იყოს სამართლიანი. სამუშაო საათები განსაზღვრული, დმაატებითი სამუშაო საათები ანაზღაურებადი. კვირაში მაქსიმუმ შეიძლება იყოს ექვსი სამუშაო დღე. ასევე, თანამშრომელმა უნდა იცოდეს მან რა გამოიმუშავა ყოველდღიურად. ეს ერთი ნაწილი. ამასთან, რამდენად არის დაცული შრომის პირობები, რამდენად არის ჯანდაცვის სისტემა მოწესრიგებული. არის თუ არა ექიმი და პირველადი დახმარების საშუალებები. სახანძრო უსაფრთხოება როგორია. ჩვენ ამ კუთხით შენიშვნა არ გვქონია“, - განაცხადა მაია სიმონიძემ.

"იმერის" საწარმო ქუთაისში მდებარეობს. ამ ეტაპზე ბრენდი ქუთაისში ორი მაღაზიით არის წარმოდგენილი. კომპანიას მაღაზია თბილისშიც ჰქონდა, თუმცა, გასულ წელს ლარის გაუფასურების შედეგად გაზრდილი გადასახადების გამო დახურა.