მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: 2019 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.7% -ით გაიზრდება

5dad60003ffdf
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 22:00
1008

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, აზერბაიჯანის ეკონომიკა 2019-2020 წლებში კვლავაც გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ფონდის ანგარიშშია (World Economic Outlook) ნათქვამია. 


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2019 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.7%-ს მიაღწევს, ხოლო 2020 წელს ის 2.1%-მდე შენელდება. 2024 წელს ქვეყნის მშპ-ის ზრდა 2.4%-ით არის მოსალოდნელი. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 1% შეადგინა.


რაც შეეხება 2019 წელს აზერბაიჯანში სამომხმარებლო ფასების ინდექსს, ანალიტიკოსების პროგნოზით, ის 2,8%-ზე იქნება. 2020 წელს, სავარაუდოდ, მაჩვენებელი 3%-მდე მოიმატებს, ხოლო 2024 წელს უკვე 3,5%-ით განისაზღვრება. გასული წლის განმავლობაში, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2.3% იყო.