მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF 2020 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3%-მდე ამცირებს

5dc00e73bb2cc
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.19 15:42
1264
დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია საქართველოში 2020 წელს უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას ელის, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. IMF-ის მისიის ხელმძღვანელის თქმით, 4.8%-დან, 4.3%-მდე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება, ძირითადად, გაუარესებული საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული. 

"2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ საგარეო მიმართულებით შეიმჩნევა გაუარესება. მოგეხსენებათ, ჩვენ 2020 წლის პროგნოზი, დაახლოებით, 0.5%-ით შევამცირეთ. მართალია, ვხედავთ, რომ ადგილობრივი მოთხოვნა სტაბილურია, თუმცა ეს საგარეო ფაქტორიდან მომავალ შესაძლო ნეგატიურ გავლენას ბოლომდე ვერ დააბალანსებს", - ამბობს მერსედეს ვერა-მარტინი. 

IMF-თან შედარებით უფრო ოპტმისტურია საქართველოს მთავრობა, რომელსაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში საპროგნოზო ზრდად 5% არის განსაზღვრული. 

ეკონომიკური ზრდის შემცირებასთან ერთად, IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ქვეყანაში ინფლაციის ზრდასაც პროგნოზირებს. მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, 2019 წლის ბოლოსთვის ინფლაციის ნიშნული სავარაუდოდ 7.2%-ს მიაღწევს.

მერსედეს ვერა-მარტინი ამბობს, რომ გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. 

"ჩვენ ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოსა და მცურავი გაცვლითი კურსის პოლიტიკას მხარს ვუჭერთ. როგორც იცით, 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 200 საბაზისო პუნქტით გაზარდა რეფინანსირების სესხის განაკვეთი და ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას", - ამბობს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი.