მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: "3%-იანი ზრდის პირობებში, პოლიტიკური შეცდომების დრო აღარ არის"

5da6165ec65a6
BM.GE
16.10.19 00:30
1047
მსოფლიო ეკონომიკა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად ყველაზე ნელა იზრდება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი იტყობინება. ორგანიზაცია ამის მიზეზად გიგანტ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო დავებს, ბრექსითის შედეგად გამოწვეულ გაურკვევლობას და სხვა გეოპლიტიკურ კრიზისებს ასახელებს.

როგორც სავალუტო ფონდის ანგარიშში წერია, სასწრაფოდ საჭიროა მსოფლიო ლიდერების მონდომება, რომ დაძაბულობების დეესკალაცია მოხდეს.

„3%-იანი ზრდის პირობებში, პოლიტიკური შეცდომების დრო აღარ არის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ფონდის პროგნოზით, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2019 წელს ეკონომიკური ზრდა 1,7%-მდე შემცირდება, მაშინ როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 2,3% იყო.