მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF ათენის ოფისს ხურავს

5e15bc3ee90f1
ნათია თაქთაქიშვილი
08.01.20 16:05
860
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საბერძნეთიდან გადის და ათენის ოფისს ხურავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მაკირიაკოს მიცოტაკისმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან კრისტალინა გეორგიევასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საბერძნეთის ეკონომიკამ გადალახა მრავალწლიანი სავალო კრიზისი, რომელიც ღრმა რეცესიის შედეგად მიიღო და ქვეყანამ შეძლო გადაეხადა სსფ-ის სესხების ნაწილი.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდმა საბერძნეთს 250 მილიარდ ევროს (278,60 მილიარდი დოლარი) ოდენობის სესხი გამოუყო ეკონომიკური კრიზისის გადალახვის მიზნით, ამიტომ საბერძნეთის ფისკალურ მდგომარეობას კვლავ  ევროზონა და სავალუტო ფონდი გააკონტროლებს.