მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: აზიის ეკონომიკა წელს არ გაიზრდება

5e9831708efb4
ნათია თაქთაქიშვილი
16.04.20 15:00
827
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აცხადებს, რომ აზიის ეკონომიკა წელს არ გაიზრდება, ხოლო  მომსახურების სექტორს ამ რეგიონში გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. საგანგებო მდგოარეობამ, აზიის რეგიონის ავაიკომპანიები, ქარხნები, მაღაზიები და რესტორნები ძალიან დააზარალა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჩენგიანგ რი აცხადებს, რომ აზიის ეკონომიკას 0%-იანი ზრდა ექნება და აზიური ქვეყნების ხელმძღვანელებმა არაორდინალურ ზომებს უნდა მიმართონ, მთავრობებმა მათ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ.

„მთავრობებმა დახმარება უნდა გაუწიონ იმ კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებით და ასევე სოციალური დისტანცირებით“,- განაცხადა ჩენგიანგ რიმ.

როგორც IMF-მა საგაზაფხულო შეხვედრაზე აღნიშნა, ფონდში 189 წევრი ქვეყანაა და შეუძლია 1 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გაცემა.