მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: ცენტრალური აზია და ახლო აღმოსავლეთი COVID-19-ის პანდემიისგან ორმაგ შოკს მიიღებენ

5e7a16d4d9f5e
ნათია თაქთაქიშვილი
24.03.20 18:25
1637
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ COVID-19-ის გავლენა და ნავთობის ფასების ვარდნა ახლო აღმოსავლეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შეიძლება გაძლიერდეს. როგორც IMF-ი აღნიშნავს, კორონავირუსული პანდემია რეგიონის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა.

IMF წერს, რომ ეს გამოწვევა განსაკუთრებით საშიში იქნება რეგიონის მყიფე და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული სახელმწიფოებისთვის - მაგალითად, ერაყი, სუდანი და იემენი, სადაც ჯანდაცვის სისტემა სუსტად არის განვითარებული, არის სამედიცინო ეკიპირების ნაკლებობა, ხოლო სხვა საქონელზე დეფიციტი და ფასების მნიშვნელოვანი ზრდა.

ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენის მიუხედავად, პანდემია რეგიონში მნიშვნელოვან ეკონომიკურ არეულობას იწვევს, როგორიც არის ვაჭრობის შემცირება, წარმოების შეფერხება, მომხმარებელთა ნდობის დაცემა და ფინანსური პრობლემები.

ნავთობზე ფასების ვარდნა, რომელიც 50%-ზე მეტით დაეცა, რეგიონს დამატებითი შოკის წინაშე აყენებს. კორონავირუსის ნეგატიური ეფექტი სახეზე იქნება წლის პირველ ნახევარშივე.

„COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, ჩვენ რეგიონის ხელისუფლებებთან გვაქვს უწყვეტი ურთიერთობა, რათა შევთავაზოთ რჩევები და დახმარება, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაუდებელი მხარდაჭერა სჭირდებათ ფინანსური თვალსაზრისით.

ფონდის განკარგულებაშია რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მის წევრებს ამ კრიზისის გადალახვაში. კვირის ბოლოს ჩვენი აღმასრულებელი საბჭო განიხილავს ყირგიზეთის რესპუბლიკის თხოვნას გადაუდებელი დაფინანსების შესახებ. აღმასრულებელი საბჭო ასევე განიხილავს რამდენიმე სხვა ქვეყნის თხოვნას უახლოეს დღეებში. ისე როგორც არასდროს, თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - წერს IMF საკუთარ ანგარიშში.