მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იღებთ კანონს, რომლითაც კომისია იქნება მთავარი დამკვეთიც, შემსრულებელიც და ტყავის გამძრობიც"

5f0ffbab957ab
ინგა მურუსიძე
16.07.20 11:12
2059
იღებთ კანონპროექტს, რომლითაც კომისია იქნება მთავარი დამკვეთიც, არბიტრიც, შემსრულებელიც და ტყავის გამძრობიც, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონპროექტის განხილვაზე განაცხადა.  დეპუტატი ითხოვს კომპანიებში დროებითი მმართველი არა კომისიის, არამედ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნოს.

„რატომ არ გინდათ, რომ სასამართლომ დანიშნოს დროებითი მმართველი? კომისია უნდა იყოს მთავარი დამკვეთიც, არბიტრიც, შემსრულებელიც და მერე კომპანიებისთვის ტყავის გამძრობიც? ასე გინდათ? კარგი, მაშინ მიიღეთ ასეთი კანონი. როგორ ეკონომიკურ პოლიტიკასაც აყალიბეთ, მაგას ვხედავთ“, - მიმართა ლევან კობერიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას.

თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის თქმით, დროებითი მმართველის დანიშვნაზე ბიზნესთან კონსესუსი შემდგარია.

„საუბარია მხოლოდ კონცენტრაციის საკითხზე შეუსრულებლობის შემთხვევაში დროებითი მმართველის დანიშვნის მექანიზმის შესახებ, სადაც კომისია ნიშნავს მმართველს და ამის შემდგომ შეიძლება სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრება - ამ მოდელზე ბიზნესთან კონსესუსი შემდგარია. ისინი ყველა დათანხმდა ამ ნაწილში სასამართლოს მოდელს. დანარჩენ ორზე არის მექანიზმი, რომელიც გათვალისინებულია ლიცენზიის და ნებართვების შესახებ კანონში“, - უპასუხა ბექაურმა კობერიძეს.