03.მარტი .2020 12:37

IMF და World Bank მზად არიან ქვეყნებს კორონავირუსის გამოწვევების გადალახვაში დაეხმარონ

views 228
უკან

International Monetary Fund (IMF) და World Bank მზად არიან ქვეყნებს კორონავირუსის გამოწვევების გადალახვაში დაეხმარონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuter-ი ავრცელებს.

ერთობლივ განცხადებაში ორივე ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ღარიბ ქვეყნებზე, სადაც ჯანდაცვის სისტემა არის სუსტი და ნაკლებად კარგად უმკლავდება სხვადასხვა გამოწვევას. ასევე ორგანიზაციები მოუწოდებენ დანარჩენ ქვეყნებს, გააძლიერონ მეთვალყურეობა ვირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით.

"საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებელია, რათა გავუმკლავდეთ COVID-19 ვირუსის გავლენას, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ჯანდაცვაზე", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ IMF და World Bank მხარს დაუჭერენ ყველა მეთოდს კორონავირუსთან საბრძოლველად.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მზად არიან დაეხმარონ ჩვენს წევრ ქვეყნებსმ დაძლიონ კორონავირუსით გამოწვეული ადამიანური ტრაგედია და ეკონომიკური ზარალი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო დაწესებულებებთან და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ღარიბ ქვეყნებს, სადაც ჯანდაცვის სისტემები ყველაზე სუსტია, ხოლო მოსახლეობა კი – დაუცველი. ყველა ჩვენს ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის გადაუდებელ დაფინანსებას, პოლიტიკის საკითხებზე რჩევებს და ტექნიკურ დახმარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

კერძოდ, "საერთაშორისო სავალუტო ფონდი" და "მსოფლიო ბანკი" სწრაფი ფინანსირების მექანიზმების გამოყენებას გეგმავენ, რაც ქვეყნებს დაეხმარება, გააძლიერონ ეპიდემიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემები და საპასუხო ზომები მიიღონ, რათა შეაკავონ მოცემული და ნებისმიერი სხვა სამომავლო ეპიდემია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა