საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს არანაირი საჭიროება, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (IMF) დამატებითი სესხების მიღების შესახებ აწარმოოს მოლაპარაკება.
კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ამჟამად ფონდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი პროგრამის დაწყების თაობაზე, თუმცა ეს პროგრამა საქართველოს მიერ ახალი სესხების აღებას არ გულისხმობს. მისი თქმით, ამის მიუხედავად, თავად პროგრამის მახასიათებლებიდან გამომდინარე, თუკი ამის საჭიროება დადგება, საქართველოს IMF-იდან საკმაოდ მოკლე ვადებში შეეძლება თანხის მიღება.
"ვფიქრობთ, რომ გარკვეულ პერიოდში IMF-თან უკვე შევძლებთ ამ პროგრამის დაწყებას, თუმცა გარკვეული დრო კიდევ არის საჭირო ამისათვის. რაც შეეხება ფონდიდან დამატებითი თანხების აღებას, ამ პერიოდში და ამ ეტაპზე სესხის აღების საჭიროება არ დგას.
თუმცა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მდგომარეობა ზოგადად არის ცვალებადი და მოულოდნელად იცვლება უარყოფითი მიმართულებისკენ, არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს აუცილებელი. რისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და რომელიც არ გულისხმობს სესხებას, ეს არის იმისთვის, რომ ესაა ეგრეთ წოდებული Stand By პროგრამა და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება სესხება, ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ამას,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება