მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის რეკომენდაციით, აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება

5d9c83a2309c1
ელენე გოგბერაშვილი
13.10.19 09:30
2767
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სათამაშო ბიზნესმა მკვეთრი ზრდა განიცადა. ამ დარგის ბრუნვა ყოველწლიურად 7 მილიარდ ლარს აჭარბებს, მოთამაშეთა შორის კი, უცხოელები მნიშვნელოვან წილს იკავებენ.

IMF საქართველოსთვის გაწეული „ტექნიკური დახმარების“ ანგარიშში, რომელიც ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ საგადასახდელო ბალანსის უკეთესი აღრიცხვისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ინფორმაცია იმ თანხების შესახებ, რომელსაც საქართველოს არარეზიდენტები ქვეყნის აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ხარჯავენ/იგებენ.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ IMF-ის მისიას შეხვედრა ჰქონდა საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან, სადაც გაფორმდა შეთანხმება, რომ „საქსტატი“ მოამზადებს სპეციალურ კითხვებს, რომლებიც არარეზიდენტი პირების მიერ დადებულ ფსონებსა და მათ მიერ მოგებულ თანხებს ეხება. ამასთანავე დაიდო შეთანხმება, რომ ქვეყნის უმსხვილესი კაზინოები ამგვარი ინფორმაციის გაცემას დაიწყებენ.

როგორც bm.ge-ს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, სპეციალურ კითხვარზე „საქსტატი“ ამ ეტაპზე მუშაობს.

მისივე ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესს უცხოელების მიერ საქართველოში დახარჯული/მოგებული თანხების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება უკვე 2020 წლიდან ექნება.