26.ნოემბერი .2020 13:23

IMF-ის თანამშრომელთა ნაშრომი სასესხო ფასიანი ქაღალდების რეფორმას დადებითად აფასებს

IMF-ის თანამშრომელთა ნაშრომი სასესხო ფასიანი ქაღალდების რეფორმას დადებითად აფასებს
views 369
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო რეფორმას ეხება. დოკუმენტში ზრდადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტით გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საკანონდებლო რეფორმებია მიმოხილული და ამ მიმართულებით, საქართველოს, როგორც რეფორმების თანმიმდევრული და წარმატებული გამტარებლის მაგალითია განხილული.

დოკუმენტის მიზანი სტრატეგიულად ორიენტირებული იმგვარი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაა, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს გავრცელებულ გამოწვევებსა და შემაფერხებელ გარემოებებს. მისი გამოყენება ადგილობრივი ვალუტით გამოშვებული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისათვის საჭირო სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლების დიზაინის შემუშავების და განხორციელების პროცესში იქნება შესაძლებელი.

"საქართველოში რეფორმები შემდეგი თანამიმდევრობით წარიმართა: პირველადი ბაზარი, მეორადი ბაზრის გარიგებების დაფარვა, მოთხოვნის წარმდგენი მხარის რეფორმები (როგორიცაა საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო სექტორი და სხვა). საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა აქტიური იყო, როგორც მეორადი ბაზრის გარიგებებთან, ასევე საინვესტიციო ფონდებთან მიმართებაში", - აღნიშნულია დოკუმენტში.


სრული დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.