მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ისა და სხვა დონორებისგან მნიშვნელოვანი ოდენობის თანხებს მოვიზიდავთ - მესტვირიშვილი

5e7e1a9b9015e
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.20 20:22
1281
“ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხას მოვიზიდავთ სავალუტო ფონდისგან, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი თანხები იქნება მოზიდული სხვა დონორებისგანაც,”- განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “ანალიტიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე კვირაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტეტებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. საუბარია საგარეო დაფინანსების მოზიდვაზე, რომელიც როგორც საჯარო სექტორს, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორს დაეხმარება შექმნილი ეკონომიკური შოკის გადალახვაში.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. სავალუტო ფონდი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა დონორებიც სავალუტო ფონდს ელოდებიან, IMF არის გარანტი, რომ ის გადაწყვეტილებები და პოლიტიკა, რასაც ქვეყანა ატარებს არის სწორი და მართებული, რაც საშუალებას აძლევს სხვა დონორებსაც, რომ გაზარდონ დახმარება.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ოდენობის თანხას მოვიზიდავთ სავალუტო ფონდისგან, მაგრამ კიდევ უფრო მეტი და უფრო მნიშვნელოვანი თანხები იქნება მოზიდული სხვა დონორებისგანაც.

ჩვენ თანხაზე ამ დროისთვის ვერ ვისაუბრებთ, ამაზე განცხადებას თავად მთავრობა გააკეთებს. თუმცა, გეტყვით, რომ თანხა იქნება მნიშვნელოვანი და სოლიდური,”- ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

ფინანსთა მინისტრმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საქართველოში IMF-ის წარმომადგებლობის ხელმძღვანელმა აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი 18 მარტს გამართეს და მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრეს. ბრიფინგზე, სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სელიმ ჩაქერმა განაცხადა, რომ IMF საქართველოს გვერდით დგას.