მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ისგან საქართველოს $201.3 მლნ-ის საბიუჯეტო დახმარება 1 საათის წინ ჩაერიცხა

5eb1d24aed0c7
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.20 00:45
1620
$201.3 მილიონის მოცულობის საბიუჯეტო დახმარება უკვე საქართველოშია, ის საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ერთი საათის წინ გადმოირიცხა - ამის შესახებ ინფორმაცია BMG-ის საქართველოს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. 

შეგახსენებთ, რომ IMF-ის დირექტორთა საბჭომ აღნიშნული დახმარების გამოყოფის შესახებ წინადადება გასული კვირის ბოლოს დააკმაყოფილა. თანხა საქართველოს სახელმწიფოს გადაუდებელი ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება, რაც გაზრდილ ჯანდაცვისა და სოციალურ ხარჯებს გულისხმობს. 

"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" დაეხმარება ხელისუფლებას COVID-19-ისგან გამოწვეული შოკების დაძლევაში“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა. 

მთლიანობაში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორებისგან შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ, $1.5 მილიარდის ოდენობის დახმარებას მოიზიდავს.