მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

5dc3b5a7d5f78
მიხეილ ხაჩიძე
07.11.19 16:20
1078
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ევროზონაში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2019 წელს უფრო დაბალი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "მსოფლიო ეკონომიკურ მიმოხილვაშია’’ (World Economic Outlook, WEO) ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში გუშინ წარადგინეს.


დოკუმენტის თანახმად, ევროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1,2%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილის პროგოზით მშპ 1,3%-ით უნდა გაზრდილიყო. შედარებითვის, 2018 წელს ზრდამ 1,9% შეადგინა.


ზრდის გარკვეული დაჩქარება პროგნოზირებულია 2020- 2021 წლებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით აღნიშნულ პერიოდში მშპ  1,4% -მდე გაიზრდება.

როგორც ევროპელი ანალიტიკოსები აცხადებენ, ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირების მიზეზი გერმანიის ეკონომიკაში არსებული სტაგნაციაა. ევროპულ სახელმწიფოში 2019 წელს მშპ-ს 0,5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. რაც 0,3%-ით ნაკლებია სსფ-ს აპრილის პროგნოზზე. 2018 წელს გერმანიაში მშპ 1,5%-იანი მატება ჰქონდა.