მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა გლობალური რეცესიის პროგნოზი 4.9%-მდე გაზარდა

5ef36fc73f014
შოთა ტყეშელაშვილი
24.06.20 19:12
1228
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გლობალური ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. ეს COVID-19-ის ფონზე, IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ მეორე გლობალურ შეფასებას წარმოადგენს. 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებული მიმოხილვით, IMF-ი გლობალურად 3%-იან რეცესიას ელოდა, ახალი შეფასებით კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 4.9%-ს შეადგენს.

ახალი შეფასებით შემცირებულია უკლებლივ ყველა რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. გამოქვეყნებულია მსოფლიოს 30 უმსხვილესი ქვეყნის ეკონომიკური შეფასება, მათი უდიდესი ნაწილის პროგნოზი გაუარესებულია. კონკრეტულად კი ახალი შეფასებები ასეთია:

● ამერიკის შეერთებული შტატები - –8,0%; სხვაობა წინა პროგნოზთან –2,1%;
● გაერთიანებული სამეფო - –10,2%; სხვაობა წინა პროგნოზთან –3,7%;
● თურქეთი - –5,0%; სხვაობა წინა პროგნოზთან 0,0%;
● ტაილანდი - –7,7%; სხვაობა წინა პროგნოზთან –1,0%;
● ესპანეთი - –12,8%; სხვაობა წინა პროგნოზთან –4,8%;
● სამხრეთ აფრიკა - –8,0%; სხვაობა წინა პროგნოზთან –2,2%;
● საუდის არაბეთი - –6,8%; სხვაობა წინა პროგნოზთან –4,5%;
● რუსეთი - –6,6%; სხვაობა წინა პროგნოზთან –1,1%;
● პოლონეთი - –4,6%; სხვაობა წინა პროგნოზთან 0,0%;
● ფილიპინები - –3,6%; სხვაობა წინა პროგნოზთან –4,2%;
● პაკისტანი - –0,4%; სხვაობა წინა პროგნოზთან 1,1%;
● ნიგერია - –5,4%; სხვაობა წინა პროგნოზთან –2,0%;
● ნიდერლანდები - –7,7%; სხვაობა წინა პროგნოზთან –0,2%;
● მექსიკა - –10,5%; სხვაობა წინა პროგნოზთან –3,9%;
● მალაიზია - –3,8%; სხვაობა წინა პროგნოზთან –2,1%;
● კორეა - –2,1%; სხვაობა წინა პროგნოზთან –0,9%;
● ყაზახეთი - –2,7%; სხვაობა წინა პროგნოზთან –0,2%;
● იაპონია - –5,8%; სხვაობა წინა პროგნოზთან –0,6%;
● იტალია - –12,8%; სხვაობა წინა პროგნოზთან –3,7%;
● ირანი - –6,0%; სხვაობა წინა პროგნოზთან 0,0%;
● ინდონეზია - –0,3%; სხვაობა წინა პროგნოზთან –0,8%;
● ინდოეთი - –4,5%; სხვაობა წინა პროგნოზთან –6,4%;
● გერმანია - –7,8%; სხვაობა წინა პროგნოზთან –0,8%;
● საფრანგეთი - –12,5%; სხვაობა წინა პროგნოზთან –5,3%;
● ეგვიპტე - 2,0%; სხვაობა წინა პროგნოზთან 0,0%;
● ჩინეთი - 1,0%; სხვაობა წინა პროგნოზთან –0,2%;
● კანადა - –8,4%; სხვაობა წინა პროგნოზთან –2,2%;
● ბრაზილია - –9,1%; სხვაობა წინა პროგნოზთან –3,8%;
● ავსტრალია - –4,5%; სხვაობა წინა პროგნოზთან ერთად 2,2%;
● არგენტინა - –9,9%; სხვაობა წინა პროგნოზთან –4,2%.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ამ ჩამონათვალში მხოლოდ რუსეთი და თურქეთი შედიან. თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია და ის კვლავ მინუს 5%-ს შეადგენს, ხოლო რუსეთის პროგნოზი კი მინუს 6.6%-ია, რაც აპრილის პროგნოზთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

IMF-ი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის განახლებულ შეფასებას სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. აპრილში გამოქვეყნებული ანგარიშით, საქართველოს ვარდნის პროგნოზი მინუს 4%-ია. სწორედ მინუს 4% აქვს საქართველოს მთავრობასაც ეკონომიკური ვარდნის პროგნოზად აღებული.