მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა საქართველოს პანდემიასთან საბრძოლველად $200 მლნ-ი გამოუყო

5ead26ba0171a
ნათია თაქთაქიშვილი
02.05.20 12:00
1142
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეექვსე მიმოხილვა დაასრულა. აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility (EFF)). ამ მიმოხილვის ფარგლებში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 200 მილიონი აშშ დოლარი (SDR147 მილიონი), რომელიც საქართველოს COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული ფისკალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებზე გაზრდილი ხარჯების ჩათვლით.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, მოსალოდნელია, რომ COVID-19-ის პანდემია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და შეფერხდება გასული წლების პოზიტიური ეკონომიკური ტრაექტორია. შესუსტებულმა მაკორეკონომიკურმა პროგნოზებმა გააჩინა ფისკალური დაფინანსების საჭიროებები. აღნიშნული ფინანსური რესურსი დაეხმარება საქართველოს გაზარდოს ხარჯები ჯანდაცვაზე და სოციალურ უსაფრთხოებაზე.

”COVID-19- ის პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. საგარეო მოთხოვნილებისა და ტურიზმის შემცირებამ გაზარდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გამოიწვია გაცვლითი კურსის გაუფასურება და ეკონომიკური საქმიანობის მნიშვნელოვანი ვარდნა. აღსანიშავია, რომ საქრთველოს ხელისუფლებამ დროულად და სწორად იმოქმედა, როდესაც ზომიერი შეზღუდვები დააწესა.

"გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი" დაეხმარება ხელისუფლებას COVID-19-ისგან გამოწვეული შოკების დაძლევაში“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟენგიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" ჯამში დაახლოებით 448 მილიონ აშშ დოლარს (SDR327 მილიონი) მიიღებს.