09.სექტემბერი .2020 11:48

IMF-მა საქართველოში მისია დაიწყო

IMF-მა საქართველოში მისია დაიწყო
views 711
უკან

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით საქართველოში მისია დაიწყო.

COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, მისია ვირტუალურ რეჟიმში იმუშავებს და მისი პირველი ონლაინ შევედრა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გაიმართა.

როგორც bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, მომავალი წლის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრები.

„საუბარი შეეხო მთავრობის ანტიკრიზისულ პოლიტიკას, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსა და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 200 მლნ აშშ დოლარის საბიუჯეტო დახმარებას, ასევე, განიხილეს სსფ-ის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმები მიმდინარე და შემდგომ პერიოდში.
როგორც აღინიშნა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკურ მდგრადობას, რასაც ადასტურებს ორი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიის (S&P; Fitch) მიერ საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგის შენარჩუნება.

შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების კონტროლისა და მისი უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციის მხარდაჭერის პროექტის რეზიდენტ მრჩეველი, საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის
დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

მისია 14 სექტემბრამდე იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა