მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-მა უკრაინის დასახმარებლად სპეციალური ფინანსური სქემა შექმნა

625137e7d365a
BM.GE
09.04.22 11:31
831
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი ქვეყნის მოთხოვნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელმა საბჭომ სპეციალური ფინანსური სქემა დაამტკიცა, რომლის გამოყენებაც უკრაინის დახმარების მიზნით ღიაა სხვა ქვეყნებისთვის და ორგანიზაციებისთვისაც.

კანადამ აღნიშნული სპეციალური სქემით უკრაინას უკვე 1 მილიარდი კანადური დოლარი გამოუყო.

როგორც IMF-ის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ მიერ შექმნილი ანგარიშით დონორები სწრაფად შეძლებენ გრანტებისა თუ სესხის სახით გამოყოფილი ფინანსური რესურსის მიწოდებას უკრაინისთვის. 

აღსანიშნია, რომ IMF-ის აღმასრულებელმა საბჭომ მიმდინარე წლის 9 მარტს უკრაინას $1.4 მილიარდის დაფინანსება გამოუყო.